Archive for April 12, 2011

უბრალო დღე ..

აუ რა უცნაურია რა ყველაფერი , თანაც ერთფეროვანი და მოსაწყენი ..

სულ ერთი და იგივე ხდება, ყოველთვის ერთ საქმეს ვაკეთებ , და ყოველი დღე ერთმანეთს გავს ..

დილით 7 საათზე მაღვიძარა მაღვიძებს , ამას თუ გაღვიძება ქვია, ეგრევე ვრთავ და 5 წუთის შემდეგ ისევ რეკავს  :@ ვაიმე როგორ ვერ გიტან რომ იცოდეე მაღვიძარა”ვ” ..
ყველაზე საზიზღარი ხარ , შენ რომ არა დილით ძილის საშუალება მექნებოდა..
ასევე ვერ ვიტან იმ სიმღერას რომელიც მაღვიძარას Ringtone-ზე მაქვს დაყენებულიი ..
ადრე იმიტომ დავაყენე , რომ ძალიან მიყვარდა, ახლა მართლა ვეღარ ვიტან ..
არადა როგორ მიყვარს ძილი,მხოლოდ ერთადერთი დღე მაქვს , კვირა , როდესაც შემიძლია ვიძინო რომელ საათამდეც მსურს..
მაგრამ , სამეცადინო ამის საშუალებას არ მაძლევს..
კარგიი …  გავიღვიძე!  უკვე 9ის წუთებია..
თვალებს ძლივს ვახელ , ვეძებ “ჩუსტებს” რომ ჩავიცვა, ისე აბაზანაში ვერ გავალ , გამეყინება ფეხები , კბილები გამოვიხეხე, მოვწესრიგდი რა , და ეგრევე სასადილოში გამოვდივარ TV-ში სიმღერებს ვრთავ , ოდნავ რომ გამოვცოცხლდე ….
ახლა შევდივარ ისევ ჩემს ოთახში , ვარჩევ  რა ჩავიცვა .. 😦  ვერ გადამიწყვეტია დღეს რომელი მაისურის ჩაცმა უფრო სჯობს , ან რომელი ჯინსის ..
რა საშინელებაა :@  ..
ბებო მეუბნება ხოლმე , ამდენი სამოსი რომ არ გქონდეს ასარჩევიც არ გექნებოდა და ამდენი დროც არ დაგეხარჯებოდაოო ..
ნუ რაღაც მხრივ ეგეც მართალია .. მაგრამ ვინ სჩივის დროს  ))) …
” ვაიმე ღმერთო ჩემო რამდენ დროს ვკარგაავ , ლიკა გამოფხიზლდი რა , გაგვიანდება უკვე სკოლაში” , ვეუბნები ჩემს თავს  და უცებ რაც ხელში მომხვდება იმას ვიღებ და ვიცვამ ..
ჩანთას რათქმაუნდა არასდროს წინასწარ არ ვალაგებ ,, ესეც დილით მაქვს გასაკეთებელი , ჩავდე ერთი რვეული , წიგნი და გავედი , ფეხზე რომ ჩავიცვა …
თან ვიხედები სარკეში , სახეზე მაზი მაქვს წასასმელი , ისე ვერ გავალ გარეთ  😦   …
მოდი ჯერ ფეხზე ჩავიცვამ და მერე მივხედავ თავს ,თორემ ვაიმეეეე  უკვე  08:50 ეს დროა .. :@
ოკ , 2 წუთში ფეხზე ვიცვამ,  თმებს ვივარცხნი, სახეზე მკვებავ მაზს ვისვამ , ასევე ხელზეც, ვიკეთებ ტურსასმენებს , ვრთავ სიმღერებს და გავრბივარ სახლიდან ..
ველოდები მარშუტს, ესეც რა საზიზღარიაა ,,  მე რომ მინდა მაშინ აგვიანებს მოსვლას ,  😦
აი მესიჯიც მომდის ,,  ვინ  არის ნეტავ ?  ან გიიორგი, ან ქეთი . სხვა ვინ ? სხვა ვინ მელოდება თორემ ჰო )  …
გიორგი არის ,  : სად ხარ გოგოო ? დაგაგვიანდაააა !!     მე კი ვწერ : ჰო გზაში ვარ , მოვდივარ უკვე . 2 წუთში მანდ ვარ ..
გადის 2 წუთი , აი მოვიდა მარშუტი ..  რამდენი ხალხია  OMG   ..     გავისრისე,  .. სუნთქვაც კი ჭირს .. საშინელება .. !  ჰმმ … 😐
სულ 5 წუთიც არ სჭირდება სკოლაში მისვლას , მაგრამ დილა რომ არის მარშუტი ყველგან აჩერებს  და 5 წუთზე მეტი დამაგვიანდება სკოლაში მისვლა ვატყობ ..
თუ შეიძლება სკოლასთან შემიჩერეთ რა   , აი აიღეთ ფული ..  გმადლობთ ..
ახლა  მანდატურებთან ერთად სოსო (დირექტორი) დამხვდება შესასვლელთან , მანდატურებს რას ვჩივი,  სოსო მეტყვის სსაყვედურს , შენ როგორ უნდა დააგვიანო ყოველთვისო (
აი თუ დამიჯერებთ მართლა ყოველთვის ვაგვიანებ) , მანდატურმა ჩამწერა რათქმაუნდა თავის სიაში, როგორც დაგვიანებული მოსწავლე , პირველად გამაფრთხილეს 3 დაგვიანების შემდეგ ოქმს დაგიწერთ და პრობლემები შეგექმნებაო , მაგრამ 3 ჯერც დამიგვიანებია , და  10ჯერაც, მაგრამ წარმოიდგინეთ , მე ხომ ყოველთვის ვაგვიანებ , კვირაში მხოლოდ 3ჯერ დავდივარ სკოლაში , და გამოთვალეთ აბა სულ რამდენჯერ მაქვს დანაგვიანები ..
წესით რამდენი ოქმი უნდა მქონდეს უკვე ?! .. :დდ სასაცილოა ..
ნუ მოკლედ, შევედი სკოლაში  .. სოსომ რათქმაუნდა მისაყვედურა, თანაც გამიცინა .. მანდატურს სიიდან ამოაშლევინა ჩემი თავი და გამიშვა კლასში ..  მადლობა სოსო მას .. უკაცრავად .. 🙂 :$ ..
ავდივარ კიბეებზე და თან ყურსასმენებს ვიხსნი , გამოვრთე სიმღერები , და აი მივადექი ჩემი კლასის კარს, ოღონდ აქ არ ვიყო შესასვლელი და რას არ მივცემდი , როგორ არ მინდა სკოლაში , ამას არ სჯობს სახლში ვიჯდე და ვმეცადინეობდე ( ან უკეთესი , მეძინოს ?! :((
რა კარგი იქნებოდა ..
შევდივარ კლასში და ვესალმები დამრიგებელს ,გამარჯობა მზია მას ,  ლიკა მანდატურებმა ჩაგწერეს ჰო ?  არა მას არ ჩავუწერივარ , კარგი ლიკა დაჯექი ..
ვა ლიკუუ მოდიიიიი ???  ბავშვები ახმაურდნენ ..
გიორგი გაბრაზებული მიყურებს და მეუბნება , ლიკა სულ როგორ აგვიანებ , რა არის ეს , რა წესია,  ერთხელ მაინც მოდი ადრე , … 😐  კარგი გიო .. ვპასუხობ მე ..
აუუჰ , რა მოსაწყენია რა სკოლაში , რა ცუდი გარემოა, ცუდი შენობა, სიბინძურე . .. გულს აგირევს რა..
რატომ გადავედი საერთოდ ამ სკოლაში , მაგრამ მადლობა , ხელს მიწყობენ ძალიან ..
გავიდა პირველი გაკვეთილი , მეორეც, მესამეც..   როდის გავალ სკოლიდან ერთი სული მაქვს, თანაც მშიააა :@ ..    სულ ცოტაც და , ზარი დაირეკაა .. YES !!
ბავშვებო ქალაქში მივდივართ ჰო ?  მე ინგლისური მაქვს ახლა ,  3ზე და მაანამდე ცოტა დრო მაქვს ..
ბავშვებო რა ვჭამოთ ?   შევდივართ სადმე და ვჭამთ ..
3 საათიც მოახლოვდა, ვიშლებით  , მე მივდივარ ინგლისურზე , და იქვე ჩემი მასწავლებლის ბინის ქვემოთ  “ელვა”-ს მაღაზია არის , რა გემრიელი ტკბილეულობა აქვთ რომმ იცოოდეეეთთ  , ვგიჟდები , ეგ რომ არაა არ ვიცი რა მეშველებოდაა… : xx   ♥♥♥
შევდივარ ჩემს საყვარელ შოკოლადებს ვყიდულობ , და თან ავდივარ  თაკოსთან (ჩემი ინგისურის მასწავლებელი) ..
HI TEACHER  !! როგორ ხააართ?   :*   მომენატრეეეთ :*  …  შემოდიიი , რას შვები ? დღეს როგორი დღე გქონდა ? გიოსთან როგორ ხარ ?  ხომ ყველაფერი კარგად არის ?   მე :  კარგად ვართ მას, ყველაფერი კარგადაა ..   თაკო : რა ქენი , იმეცადინე ყველაფერი ?  მე : დიახ მას  ..   ΟΚ !
გადის საათნახევაერი , და გამოვდივარ ინგლისურიდან  , ისევ მარშუტს ველოდები კინოსაქართველოსთან, უკვე 5ის ნახევარია ..
რა კარგია ცოტა დრო მაქვს, დავისვენებ , და მერე წავალ მათემატიკაზე..
მოდი რა მარშუტო მალე ,სულ როგორ მალოდინებ რა ( არ გრცხვენიაა ? 😦   უჰ … აი მოვიდაა ,  რა კარგია..
აი უბანში ვარ უკვე , მომდის მესიჯი გიოსგან , სად ხარ ლიკუ ? გნახავ ..  პასუხის მიწერას არ აქვს ააზრი რადგან ვხედავ უკვე გიოს,  ცოტა ხანს ვლაპარაკობთ და მივდივარ სახლში ..   ♥♥
ბებოოოოოო   :*:*:* ♥ როგორ ხააარ ?  მოდი ჩემი კუწკუწა  :*   ჭამე ბებო, საჭმელი მზად არის ,   ჰო ბებო  ….
ვიბან ხელებს , და ვჭამ .. რა გემრიელიაა,   ჩემი ბებო ხომ ყოველთვის უგემრიელეს საჭმელებს აკეთებს , ვგიჟდები ჩემს ბებოზე.. ♥♥
ავდივარ ჩემს ოთახში , ვრთავ კომპიუტერს, ვამოწმებ FB-ს ..  სიახლე ხომ არ არის რამეე .. არაფერი არ არისს ..
ვდგები , და ცოტა ხნით   TV-ს ვუყურებ, ვისვენებ, მერე კი მათემატიკის წერას ვიწყებ ..
უკვე  6ის ნახევარია ..  საათნახევარში თუ მოვასწარი რამის დაწერა კარგია …  მე ხომ ყოველთვის უამრავი სამეცადინო მაქვს .. 😐
მოდი თან გიოს მივწერ , ნეტავ რას აკეთებს , სად არის ..  ♥
მოვიდა 7 საათი ,   მასწავლებელთან წასვლამდე ვნახულობ ისევ გიოს, და რათქმაუნდა დაგვიანებით მივდივარ იურასთან (მათემატიკის მასწი)
გამარჯობა მაააასსს , გამარჯობა ბავშვებოოოო … 🙂
(PARTY) (HAPPY)  სად იყავი ლიკა აქამდეე?  როგორც ყოველთვის დააგვიანე. .. მას რაღაც პრობლემა მქონდა და … : )  კარგი ..
ნელაა , და ძალის ძალით ვიწყებ ნივთების ამოლაგებას ( თან უკვე იმაზე ვფიქორბ როდის გავა ეს 4 საათი , და როდის მივალ სახლში (  .. არ მინდა რა აქ (  , ვიღლები ძალიან ..  უკვე 11ის ნახევარია ,სულ ცოტაც და , გაგვიშვებს …
აი მოვრჩით უკვე , და გზაში ვარ , წვიმს , და მცივა . . .
ბავშვები ვიყინებით , თან ერთი სული გვაქვს ,როდის მივალთ სახლში , ბიჭები სახლამდე მაცილებენ .. ვემშვიდობები , და შევდივარ სახლში ..
აუ რა კარგიაა, სითბოოშიიიი , ვაიმე ლამის ჩავეხუტო გათბობას (( ..    (HUG) ♥
ცოტას დავისვენებ , და მერე სამეცადინოო ..   ((
შევდივარ სამზარეულოში და ვსვამ ჩაის ,, როგორ მიყვარს ♥ .. მმმ ..
12 საათიც მოვიდა, ახლა უკვე მეცადინეობას ვიწყებ . 😦
კლასგარეშე წიგნს ვკითხულობ , ვრთავ TV-ს,WOW , საინტერესო ფილმია, მოდი ვუყურებ … ფილმიც დასრულდა,  უკვე 4 ის ნახევარია ..
შევდივარ სააბაზანოში, თავს ვიწესრიგებ , შემდეგ ოთახში , ვიცვამ საღამურებს , და  ვწვები ,  ტელეფონზე ისევ საზიზღარ მაღვიძარას ვაყენებ :@ დილის 7 საათზე რომ გამაღვიძოს , და გული მწყდება რომ ეს დღეც დასრულდა .. 😦
ვერ წარმოიდგენთ და ყურსასმენები მიკეთია და მუსიკებს ვუსმენ .. 🙂
ვფიქრობ იმაზე, თუ როგორი იყო ეს დღე , რა გავაკეთე , რამეზე თუ მწყდება გული , და თუ ასეა, ესეიგი ხვალ ეს რაღაც აუცილებლად უნდა გავაკეთო .. და გამოვასწორო ..
ახლა იმაზე ვფიქრობ , რა გამეხარდებოდა რომ დამსიზმრებოდა,  აააჰჰ, ვიცი უკვეე..
მორჩა,  უკვე დროა ძილის , 4 საათია უკვე ..
ვთიშავ  სიმღერებს , ყურსასმენები შევინახე , და თვალებს ვხუჭავ ..
აი უკვე მძინავს ..:)
და მართლაც ის მესიზმრება რაც კი მსურდა  დამსიზმრებოდა ..♥

ეს ჩემი ერთ- ერთი დღე არის ..კონკრეტულად რომ ვთქვა ორშაბათი , ასეთივეა , ოთხშაბათიც, და პარასკევიც ..
სამშაბათი , ხუთშაბათი და შაბათი იმით არის განსხვავებული რომ  დილით სკოლაში , ინგლისურზე და მათემატიკაზე არ მივდივარ ..  ისტორია და ქართული მაქვს , სამეცადინო და დროის უქონლობა ისევ ისეთივეა ..  😦 :(:(:(
აიიიი კვიირაა  …. კვირა განსაკუთრებულიაა ჩემთვიიიიიიისსს  (INLOVE) ♥

თვალები მეტკინა უკვე 😦 კომპიუტერთან ჯდომით , უკვე დიდი ხანია ვწერ , და აღარ შემიძლია .. 😦
დროებით ..