დრო ასაკთან ერთად უკეთესი ხდება!(მე გავიგე,რომ…)

დრო ასაკთან ერთად უკეთესი ხდება.

დრო ძვირფასია! და ყოველი მომენტი უნიკალური.ზოგჯერ ჩვენ არ ვართ ბედნიერები ჩვენი ასაკით და გვსურს მალე გავიზარდოთ.ხოლო როცა ვიზრდებით,პირიქით გვსურს ბავშვობაში დაბრუნება.
კარგი იქნება თუ ცხოვრების ყველა მომენტით ისარგებლებთ და მიიღებთ იმას რისთვისაც გაჩნდით.
ყოველი ასაკი განსაკუთრებულია და ყველა მომენტი მშვენიერი.ისიამოვნეთ!

მე გავიგე,რომ ვგავარ ჩემს მასწავლებელს,იმიტომ,რომ ის ტირის,როცა ვმღერივართ „Silent Night“–ს(საშობაო).
5 წელი

მე გავიგე,რომ ჩვენს ძაღლს არ უნდა ჩემი ბროკოლის ჭამა.
7 წელი

მე გავიგე,რომ როცა ვუბრაზდები ხალხს, ისინი წყვეტენ იმ საქმის გაკეთებას რასაც აკეთებენ და მიბრაზდებიან.
9 წელი

მე გავიგე,რომ ზუსტად იმ დროს როცა მივიღებ საკუთარ ოთახს,ისეთს როგორიც მინდა.დედა ყოველთვის გაასუფთავებს მას.
12 წელი

მე გავიგე,რომ თუ მინდა გავიმხნევო საკუთარი თავი,მაშინ ჯერ უნდა ვცადო და სხვა გავამხნევო.
14 წელი

მე გავიგე,რომ (თუმცა ძნელია ამის აღიარება) ფარულად მიხარია,როცა ჩემი მშობლები მკაცრნი არიან ჩემს მიმართ.
15 წელი

მე გავიგე,რომ მშვიდი ამხანაგების წრეს უფრო შეეფერება სიტყვა–მკურნალობა,ვიდრე –რჩევა.
24 წელი

მე გავიგე,რომ ჩემი შვილის თმების დავარცხნა,ცხოვრებაში ერთი-ერთი დიდი სიამოვნებაა.
26 წელი

მე გავიგე,რომ იქ სადაც არ უნდა წავიდე,მსოფლიოში ყველაზე საშინელი მძღოლი მხვდება.
29 წელი

მე გავიგე,რომ თუ ვინმე ჩემზე ცუდს ამბობს,მე მაინც უნდა ვიცხოვრო ისე,რომ არავინ დაიჯეროს ის საშინელება.
30 წელი

მე გავიგე,რომ არსებობენ ადამიანები,რომლებსაც სათუთად უყვარხარ,მაგრამ არ იციან როგორ გაჩვენონ ეს გრძნობა.
42 წელი

მე გავიგე,რომ შემიძლია შევუქმნა ვინმეს საუკეთესო დღე,უბრალო წერილით ან ჩანაწერით.
44 წელი

მე გავიგე,რომ ადამიანს რაც უფრო დიდი დანაშაულის გრძნობა აქვს,მით უფრო სურს დაადანაშაულოს სხვებიც.
46 წელი

მე გავიგე,რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება,ან რამდენად ცუდი იქნება მომხდარი დღეს.ცხოვრება მაინც გრძელდება და ხვალ უკეთესი დღე იქნება.
47 წელი

მე გავიგე,რომ ბავშვები,ბებიები და ბაბუები ბუნებრივი მოკავშირეები არიან.
48 წელი

მე გავიგე,რომ სასტუმროს ლეიბები ტელეფონთან კარგი დაშორებითაა განლაგებული.
50 წელი

მე გავიგე,რომ ბევრი რამის თქმა შიძლება იმ ადამიანზე,რომელიც ამ სამ რამეს ემყარება:წვიმიან დღეს,დაკარგულ ბარგს და ნაძვის ხის აბურდულ ნათურებს.
51 წელი

მე გავიგე,რომ მიუხედავად მშობლებთან გულგრილი ურთიერთობისა,მათი სიკვდილის შემდეგ მაინც საშინლად მოგენატრებათ ისინი.
53 წელი

მე გავიგე,რომ „მიიღო“ ცხოვრება,იგივე არ არის რაც „შეიქმნა“ ცხოვრება.
58 წელი

მე გავიგე,რომ ცხოვრება ზოგჯერ მეორე შანს გაძლევს.
62 წელი

მე გავიგე,რომ თუ ბედნიერებას ავედევნები,ის აუცილებლად დაიძვრენს თავს ჩემგან,მაგრამ თუ თქვენ ყურადღებას გადაიტანთ ოჯახზე,სხვების საჭიროებაზე,სამსახურზე,ახალ ხალხთან შეხვედრაზე და გაააკეთებთ საუკეთესოს რაც შეგიძლიათ,მაშინ ბედნიერება თვითონ გიპოვნით.
65 წელი

მე გავიგე,რომ როცა გადავწყვიტავ რამეს გულისხმიერებით,მაშინ ჩვეულებრივ სწორ არჩევანს ვაკეთებ.
66 წელი

მე ვისწავლე,რომ ყველას შეუძლია ლოცვა.
72 წელი

მე გავიგე,რომ მაშინაც კი როცა რაიმე მტკივა,არ უნდა ვიყო მარტო.
82 წელი

მე გავიგე,რომ ყოველ დღე უნდა გაუწოდო ხელი და შეეხო ვინმეს.ხალხს უყვარს,როცა ადამიანის ხელს ეხებიან და უჭირავთ ის. თბილი ჩახუტება ან უბრალოდ მეგობრული ხელის მოთათუნება ზურგზე.
90 წელი

მე გავიგე,რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.
92 წელი

ასაკთან ერთად ადამიანის აზროვნება და ხედვა სხვანაირი ხდება.იზრდება და უფრო მეტს ითვისებს,ვიდრე მანამდე შეეძლო.ან პირიქით ასაკთან ერთად აზროვნების უნარი ქვეითდება და დროში სამუდამოდ იკარგება.“დროში“ ადამიანის მოძებნა კი ძალიან ძნელია!

მე გავიგე(ნამდვილად მე),რომ თქვენ უნდა გადასცეთ ეს ყველაფერი,მათ ვისზეც ზრუნავთ.ზოგჯერ სხვებსაც სჭირდებათ ისეთი რაღაც,რომელიც მათ სახეს ღიმილს მოჰფენს.

Woman With Cigarettes..

ბოროტებაა (( ..

ისევ წვიმს , და არამარტო ჩემს გულში  …
ბუნებაც ტირის ..  არ ვიცი რატომ ..
იქნებ არ უნდა მარტო დამტოვოს, იქნებ უნდა როგორმე მხარში ამომიდგეს, მაგრძნობინოს მისი მხარდაჭერა და თანაგრძნობა ..
მაგრამ არამგონია მხოლოდ ეს მიზეზი ატირებდეს ..
დედამიწაზე უამრავი პრობლემა , ცოდვა , და საშინელება დაგროვდა რომ ბუნებამ იგლოვოს ..
ვიზრდები და ვხვდები რომ ყველაფერი ნელ-ნელა იცვლება ..
ადრე რა ფერადი და ლამაზი იყო ყველაფერი .. უდარდელი ბავშვობა..
როდესაც ჯერ კიდევ მჯეროდა თოვლის ბაბუსი .. როდესაც მშობლები ყველა ახირებას მისრულებდნენ..
როდესაც არ ვიცოდი რა იყო პრობლემა .. ვთამაშობდი მეგობრებთან ერთად და ბედნიერი ვიყავი , ლაღი …
მაგრამ გადის წლები, ყველაფერი იცვლება .. იცვლებიან ადამიანები ..
ერთ დღეს მივხვდი , რომ ის ვინც ბავშვობაში  ჩემთან ერთად თამაშობდა, დღეს ძალიან შეცვლილია ..
ძალიან რომ გამიჭირდეს , ფეხი რომ გადამიბრუნდეს არ დამეხმარება წამოდგომაში ..
ვხვდები რომ არამხოლოდ ის არის ეგეთი , არამედ უამრავი ადამიანი ეგეთია ჩემს ირგვლივ ..
უამრავ ადამიანს ამოძრავებს შური, ერთმანეთის დანდობა და გატანა არ იციან ..
რატომ არის ეგრე , რატომ ? :@ 
მომბეზრდა ესეთი საშინელი ხალხი ,, დავიღალე ..
მინდა ისეთ ადგილას ვიყო სადაც ბოროტება და ბოროტი ხალხი არ არსებობს 😦 ..
სადაც მხოლოდ კეთილი ხალხი იქნება ..
სადაც ეყვარებათ ერთმანეთი …
ამდენი ბოროტების ფონზე სიყვარულმაც კი დაკარგა აზრი და მნიშვნელობა ..
კითხეთ ადამიანებს რა არის სიყვარული, რა როლი უჭირავს ამ გრძნობას მათ ცხოვრებაში ..
ალბად დაგვცინებენ .. გვეტყვიან “კარგი რა, რა დროს სიყვარულია” ..
გულს მიკლავს ეს მდგომარეობა … გული მტკივა რომ ამდენი ბოროტი და შურიანი ადამიანი არის ჩემს გარშემო ..
როდის დამთავრდება ეს .. ??
მივხვდი რომ ყველას არ უნდა ვენდო ..
რომ არ უნდა მქონდეს ყველას იმედი ..
რომ არ უნდა ვუწოდო ყველას მეგობარი .. რადგან ყველა არ იმსახურებს ჩემს მეგობრობას .. და რომ ყველას არ შეუძლია ნამდვილი მეგობრობა 😦 ..
მაგრამ მე ბედნიერი ვარ რომ მყავს რამდენიმე ისეთი მეგობარი , რომლის იმედიც ნამდვილად სულ მაქვს და სულ მექნება …
რომლებსაც ვიცი რომ ძალიან ვუყვარვარ , და რომ მუდამ ძალიან ვეყვარები ..
ვიცი რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ ჩემს გამო ..
მე მიყვარს ისინი ! ყველა ერთად და ცალ – ცალკე ..
რა კარგია სიყვარული ..  მაგრამ ,, 😦 მაგრამ თითქოს მეც კი დავკარგე ამ გრძნობის შეგრძნების უნარი 😦 ..
გაქრა თითქოს ,, ან გაიყინა  ?! არ ვიცი 😦 ..
მეც შევიცვალე ?  არა , არა .. მე ბოროტი არ ვარ 😦 ..
მაგრამ იქნებ სხვა ჩემზე ფიქრობს რომ ბოროტი ვარ 😦  ..
იქნებ მათაც არ მოსწონთ ჩემთან .. 
მაგრამ რატომ ? რა დავუშავე მე მათ ? მე ხომ ცუდი არავისთვის მინდა , და არც არავისთვის გამიკეთებია ცუდი 😦 …
აუჰ, ნეტავ ერთ დღეს გავიღვიძებდე და ყველაფერი შეცვლილი იქნებოდეს ..
აი ამ ქვეყნად მხოლოდ სიკეთე მინდა არსებობდეს , სიკეთე და სიყვარული .. ბედნიერება …
ხალხო , გიყვარდეთ რა ერთმანეთი  , გთხოოვთ ❤ … !! 😦   🙂

„ცხოვრობდნენ დიდხანს, ბედნიერად და ორივე ერთ დღეს მოკვდა”…

უკვე იცით, რა არის ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის, ანუ ზრდასრული ქალის შეცდომა?! ის, რომ დარწმუნებულია, ჩემი სექსუალობა გვერდით მყოფ მამაკაცს უნდა დავუმტკიცოო. არაფერიც, ქალი თუ ვინმეს რამეს უმტკიცებს, ან ცდილობს დაუმტკიცოს, მხოლოდ და მხოლოდ ისევ ქალს. უფრო სწორად, ქალებს. მთელი ჩვენი ყურადღება მართლაც მამაკაცებისკენ რომ იყოს მიმართული, მაშინ მათი თვალებით დავუწყებდით სამყაროს ყურებას. გვეყვარებოდა ფეხბურთი და კედებში გამოწყობილები უფრო კომფორტულად ვიგრძნობდით თავს, ვიდრე მაღალ ქუსლებზე შემდგარი. 

საერთოდ, ქალები ხშირად შეცდომას შეცდომაზე ვუშვებთ… მითების კორიანტელში ვეხვევით და არც ვცდილობთ, დავინახოთ რეალობა. 

მთავარი მითი, საიდანაც მერე უსიამოვნებების კორიანტელი „იღვრება” არის მითი დიდ და მარადიულ სიყვარულზე. „ცხოვრობდნენ დიდხანს, ბედნიერად და ორივე ერთ დღეს მოკვდა”… რა კარგია?! არც ეჭვიანობდნენ, არც ჩხუბობდნენ, არც კამათობდნენ… ჩვენ ბავშვობიდან ვიჯერებთ იმას, რომ მხოლოდ უღრუბლო, უკონფლიქტო, „ჩამტკბარ-ჩაშაქრებული” სიყვარულია სანატრელი და მისაღები. სინამდვილეში, ასე არ არის. ოჯახი შეიძლება ისე დაინგრეს, რომ არც კი შედგეს. მიზეზი – ეს სიყვარული კი არა, მხოლოდ შეცდომა იყოო. ყველაზე ხშირად, სწორედ რომ, „დიდი და გადარეული” სიყვარულით შექმნილი ოჯახები ინგრევა. მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, მოთმინებაზე, რაღაც გათვლებზე დაფუძნებული კი საკმაოდ დიდხანს და ბედნიერად განაგრძობს არსებობას. შეიძლება, ეს არ ჟღერს რომანტიკულად, მაგრამ „შეეჩვევა და სიყვარულიც მოვა” – სიმართლეა. ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ის წყვილები, რომლებიც ქორწინებამდე თავიანთ გრძნობას ერთმანეთისადმი 100 ქულით აფასებდნენ, უკვე ოთხი-ხუთი წლის შემდეგ, გაოცებით კითხულობდნენ, იყო კი ჩვენ შორის სიყვარული საერთოდ?! ასე რომ, ნუ დაელოდებით უზარმაზარ სიყვარულს. გრძნობთ სითბოს და პატივისცემას მის მიმართ, გაქვთ საერთო ინტერესები და მოგწონთ მისი პიროვნული ღირსებები?! – იმოქმედეთ. შეიძლება სწორედ ის არის, ვის გვერდითაც დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ!

დაგვიანებული სინანული .. ♥

დილა მშვიდობის ..   🙂
ჩემითვის არც ღამე იყო კარგი და არც დილა დაიწყო კარგად ..
სამწუხაროა მაგრამ ესეა ..
რას ვაკეთებ ახლა ?   – არც არაფერს..
YIRUMA  – Because , I Love You .. (MUSIC) (IN LOVE)
ამ სიმღერას ვუსმენ და მშვიდად ვარ , ამ ბოლო დროს სიმშვიდე და მოსვენება დავკარგე ..
ყველაფერი ამერია  . ყველაფერს არასწორად ვაკეთებ , და ბევრს რამეს ვნანობ მერე ..
მაგრამ ყველაზე საშინელება ის არის, სინანული ბოლოში რომ მოდის ..
რატომ ვერ ვხვდებით ადამიანები ჩვენს შეცდომებს მაშინვე , როდესაც ვუშვებთ მათ ..
რომ შემეძლოს ყველა შეცდომას გამოვასწორებდი, შევიცვლებოდი , და არ ვიქნებოდი ასეთი უყურადღებო,თავმაღალი, თავდაჯერებული ..
რამდენ რამეს შევცვლიდი ჩემს თავში .. 😦   რამდენი ცუდი თვისება და ნაკლი მაქვს, ვინ ჩამოთვლის ამას. . 😦
შეცდომები რომ თავის დროზე მეღიარებინა არ ვიქნებოდი ახლა ასე..
ბედნიერი მინდოდა ვყოფილიყავი , მაგრამ უძლური აღმოვჩნდი ამისთვის..
ხელიდან გავუშვი , დავკარგე ყველაფერი..
ცაში დავფრინავდი , და მეგონა სულ ესე ვიქნებოდი, მაგრამ უცებ ძალიან მწარედ დავენარცხე მიწაზე..
როგორ მენატრება ..  ჯერ არც ისე დიდი დრო გავიდა , მაგრამ ის მე ყოველ წამში მენატრება.
წუთიდან წუთამდე რომ ინტერვალია, მაშინაც კი ..

შენ ხარ ჩემი კვნესა, რომელიც თან მახლავს დაძინებისა თუ გაღვიძებისას.
მე შენ ისე მიყვარხარ შენი სიყვარული მიკონტროლებს გულის ძგერას ..
შენ ხარ ის სიხარული, რომლის გარეშე სხვა სიხარული არ არსებობს ..

რა რთულია დაივიწყო ყველაფერი ..
რა რთულია იმის გააზრება, რომ ის შენ აღარ გეკუთვნის ..
რა რთულია მის გარეშე სიცოცხლე..
რა რთულია როდესაც ყველა მასთან არის, შენ კი არ შეგიძლია მის სიახლლოვეს ყოფნა..
რა რთული როდესაც უკვე ხვდები რომ ყველაფერი დამთავრდა, და გაგრძელება აღარ ექნება ..
რა რთულია, როდესაც გინდა იყვირო “მე შენ ძალიან მიყვარხარ ” მაგრამ იცი რომ შენ ამის უფლება აღარ გაქვს..
რა რთულია , რომ გინდა ბოდიში მოიხადო , თუნდაც მილიონჯერ, მაგრამ იცი რომ მისთვის ამ ბოდიშს აღარ აქვს მნიშვნელობა..
რა რთულია ჩემი ცხოვრება ,, რომელიც საერთოდ არ არის ბედნიერებით სავსე..

ზოგჯერ ვფიქრობ , რომ გავიღვიძებ ისევ ისეთი ბედნიერი ვიქნები როგორიც ვიყავი მეთქი , მგონია რომ ეს ყველაფერი სიზმარია, კოშმარი ..
მაგრამ უცებ ვაცნობიერებ რომ სიზმარი სულაც არ არის ეს . ეს გულისმკვლელი რეალობაა… 😦
რატომ არ შევიშნე ის ბედნიერება რაც მქონდა ..
ახლა ძალიან გვიანია სინანული ..
იძულებული ვარ შევეგუო რეალობას .. ამ ყველაფერს ..

იცით ?! ახლა ვხვდები ყველაფერს ..
ახლა დავაფასე ის რაც მქონდა .. და რაც დავკარგე ..
იყავით ბედნიერები , წუთით მაინც  .. 1 დღით მაინც ..
ნუ დაკარგავთ ამ ბედნიერებას და საყვარელ ადამიანებს ..
მე უკვე ბევრი დავკარგე ჩემი სიჯიუტის გამო ..
ან უფრო სისულელეების გამო ..
და იმის გამო რომ ყველასგან მაქსიმალურს ვითხოვ , და იმას არ ვუყურებ მათ რა შეუძლიათ ..
ადამიანი უნდა შეიყვარო ისეთი როგორიც არის ,, თუ გიყვარს აღარ უნდა ეცადო მის შეცვლას ..
უბრალოდ უნდა მიუთითო , მას თუ უღირს შეიცვლება , თუ არადა უნდა შეეგუო იმას რომ ის ასეთია, და ასეთი უნდა გიყვარდეს ..

რა სამწუხაროა რომ ახლა ვფიქრობ მე ეგრე, ნეტავ ადრე მეფიქრა რა … ;(
ვტირი ახლა ,  არამარტო ახლა ..
რა მნიშვნელობა აქვს , იმას რომ მე ყოველ დღე ვტირი..
რა მნიშვნელობა აქვს, იმას რომ მე ბალიშს ცრემლებით ვასველებ ..
უკვე არანაირი .. ამ ცრემლებსაც აღარ აქვთ ფასი ..
ერთ დღეს ესეც აღარ შემრჩება .. გაქრება .. დაიღლებიან ..  ამოშრებიან ..
ერთ დღეს ჩემს გულში სიყვარულიც აღარ იქნება ..
ვიქნები მარტო , ყველასგან მარტო ..
-რა რთულია არა ? 🙂 ჰო , ვიცი !!

უბრალო დღე ..

აუ რა უცნაურია რა ყველაფერი , თანაც ერთფეროვანი და მოსაწყენი ..

სულ ერთი და იგივე ხდება, ყოველთვის ერთ საქმეს ვაკეთებ , და ყოველი დღე ერთმანეთს გავს ..

დილით 7 საათზე მაღვიძარა მაღვიძებს , ამას თუ გაღვიძება ქვია, ეგრევე ვრთავ და 5 წუთის შემდეგ ისევ რეკავს  :@ ვაიმე როგორ ვერ გიტან რომ იცოდეე მაღვიძარა”ვ” ..
ყველაზე საზიზღარი ხარ , შენ რომ არა დილით ძილის საშუალება მექნებოდა..
ასევე ვერ ვიტან იმ სიმღერას რომელიც მაღვიძარას Ringtone-ზე მაქვს დაყენებულიი ..
ადრე იმიტომ დავაყენე , რომ ძალიან მიყვარდა, ახლა მართლა ვეღარ ვიტან ..
არადა როგორ მიყვარს ძილი,მხოლოდ ერთადერთი დღე მაქვს , კვირა , როდესაც შემიძლია ვიძინო რომელ საათამდეც მსურს..
მაგრამ , სამეცადინო ამის საშუალებას არ მაძლევს..
კარგიი …  გავიღვიძე!  უკვე 9ის წუთებია..
თვალებს ძლივს ვახელ , ვეძებ “ჩუსტებს” რომ ჩავიცვა, ისე აბაზანაში ვერ გავალ , გამეყინება ფეხები , კბილები გამოვიხეხე, მოვწესრიგდი რა , და ეგრევე სასადილოში გამოვდივარ TV-ში სიმღერებს ვრთავ , ოდნავ რომ გამოვცოცხლდე ….
ახლა შევდივარ ისევ ჩემს ოთახში , ვარჩევ  რა ჩავიცვა .. 😦  ვერ გადამიწყვეტია დღეს რომელი მაისურის ჩაცმა უფრო სჯობს , ან რომელი ჯინსის ..
რა საშინელებაა :@  ..
ბებო მეუბნება ხოლმე , ამდენი სამოსი რომ არ გქონდეს ასარჩევიც არ გექნებოდა და ამდენი დროც არ დაგეხარჯებოდაოო ..
ნუ რაღაც მხრივ ეგეც მართალია .. მაგრამ ვინ სჩივის დროს  ))) …
” ვაიმე ღმერთო ჩემო რამდენ დროს ვკარგაავ , ლიკა გამოფხიზლდი რა , გაგვიანდება უკვე სკოლაში” , ვეუბნები ჩემს თავს  და უცებ რაც ხელში მომხვდება იმას ვიღებ და ვიცვამ ..
ჩანთას რათქმაუნდა არასდროს წინასწარ არ ვალაგებ ,, ესეც დილით მაქვს გასაკეთებელი , ჩავდე ერთი რვეული , წიგნი და გავედი , ფეხზე რომ ჩავიცვა …
თან ვიხედები სარკეში , სახეზე მაზი მაქვს წასასმელი , ისე ვერ გავალ გარეთ  😦   …
მოდი ჯერ ფეხზე ჩავიცვამ და მერე მივხედავ თავს ,თორემ ვაიმეეეე  უკვე  08:50 ეს დროა .. :@
ოკ , 2 წუთში ფეხზე ვიცვამ,  თმებს ვივარცხნი, სახეზე მკვებავ მაზს ვისვამ , ასევე ხელზეც, ვიკეთებ ტურსასმენებს , ვრთავ სიმღერებს და გავრბივარ სახლიდან ..
ველოდები მარშუტს, ესეც რა საზიზღარიაა ,,  მე რომ მინდა მაშინ აგვიანებს მოსვლას ,  😦
აი მესიჯიც მომდის ,,  ვინ  არის ნეტავ ?  ან გიიორგი, ან ქეთი . სხვა ვინ ? სხვა ვინ მელოდება თორემ ჰო )  …
გიორგი არის ,  : სად ხარ გოგოო ? დაგაგვიანდაააა !!     მე კი ვწერ : ჰო გზაში ვარ , მოვდივარ უკვე . 2 წუთში მანდ ვარ ..
გადის 2 წუთი , აი მოვიდა მარშუტი ..  რამდენი ხალხია  OMG   ..     გავისრისე,  .. სუნთქვაც კი ჭირს .. საშინელება .. !  ჰმმ … 😐
სულ 5 წუთიც არ სჭირდება სკოლაში მისვლას , მაგრამ დილა რომ არის მარშუტი ყველგან აჩერებს  და 5 წუთზე მეტი დამაგვიანდება სკოლაში მისვლა ვატყობ ..
თუ შეიძლება სკოლასთან შემიჩერეთ რა   , აი აიღეთ ფული ..  გმადლობთ ..
ახლა  მანდატურებთან ერთად სოსო (დირექტორი) დამხვდება შესასვლელთან , მანდატურებს რას ვჩივი,  სოსო მეტყვის სსაყვედურს , შენ როგორ უნდა დააგვიანო ყოველთვისო (
აი თუ დამიჯერებთ მართლა ყოველთვის ვაგვიანებ) , მანდატურმა ჩამწერა რათქმაუნდა თავის სიაში, როგორც დაგვიანებული მოსწავლე , პირველად გამაფრთხილეს 3 დაგვიანების შემდეგ ოქმს დაგიწერთ და პრობლემები შეგექმნებაო , მაგრამ 3 ჯერც დამიგვიანებია , და  10ჯერაც, მაგრამ წარმოიდგინეთ , მე ხომ ყოველთვის ვაგვიანებ , კვირაში მხოლოდ 3ჯერ დავდივარ სკოლაში , და გამოთვალეთ აბა სულ რამდენჯერ მაქვს დანაგვიანები ..
წესით რამდენი ოქმი უნდა მქონდეს უკვე ?! .. :დდ სასაცილოა ..
ნუ მოკლედ, შევედი სკოლაში  .. სოსომ რათქმაუნდა მისაყვედურა, თანაც გამიცინა .. მანდატურს სიიდან ამოაშლევინა ჩემი თავი და გამიშვა კლასში ..  მადლობა სოსო მას .. უკაცრავად .. 🙂 :$ ..
ავდივარ კიბეებზე და თან ყურსასმენებს ვიხსნი , გამოვრთე სიმღერები , და აი მივადექი ჩემი კლასის კარს, ოღონდ აქ არ ვიყო შესასვლელი და რას არ მივცემდი , როგორ არ მინდა სკოლაში , ამას არ სჯობს სახლში ვიჯდე და ვმეცადინეობდე ( ან უკეთესი , მეძინოს ?! :((
რა კარგი იქნებოდა ..
შევდივარ კლასში და ვესალმები დამრიგებელს ,გამარჯობა მზია მას ,  ლიკა მანდატურებმა ჩაგწერეს ჰო ?  არა მას არ ჩავუწერივარ , კარგი ლიკა დაჯექი ..
ვა ლიკუუ მოდიიიიი ???  ბავშვები ახმაურდნენ ..
გიორგი გაბრაზებული მიყურებს და მეუბნება , ლიკა სულ როგორ აგვიანებ , რა არის ეს , რა წესია,  ერთხელ მაინც მოდი ადრე , … 😐  კარგი გიო .. ვპასუხობ მე ..
აუუჰ , რა მოსაწყენია რა სკოლაში , რა ცუდი გარემოა, ცუდი შენობა, სიბინძურე . .. გულს აგირევს რა..
რატომ გადავედი საერთოდ ამ სკოლაში , მაგრამ მადლობა , ხელს მიწყობენ ძალიან ..
გავიდა პირველი გაკვეთილი , მეორეც, მესამეც..   როდის გავალ სკოლიდან ერთი სული მაქვს, თანაც მშიააა :@ ..    სულ ცოტაც და , ზარი დაირეკაა .. YES !!
ბავშვებო ქალაქში მივდივართ ჰო ?  მე ინგლისური მაქვს ახლა ,  3ზე და მაანამდე ცოტა დრო მაქვს ..
ბავშვებო რა ვჭამოთ ?   შევდივართ სადმე და ვჭამთ ..
3 საათიც მოახლოვდა, ვიშლებით  , მე მივდივარ ინგლისურზე , და იქვე ჩემი მასწავლებლის ბინის ქვემოთ  “ელვა”-ს მაღაზია არის , რა გემრიელი ტკბილეულობა აქვთ რომმ იცოოდეეეთთ  , ვგიჟდები , ეგ რომ არაა არ ვიცი რა მეშველებოდაა… : xx   ♥♥♥
შევდივარ ჩემს საყვარელ შოკოლადებს ვყიდულობ , და თან ავდივარ  თაკოსთან (ჩემი ინგისურის მასწავლებელი) ..
HI TEACHER  !! როგორ ხააართ?   :*   მომენატრეეეთ :*  …  შემოდიიი , რას შვები ? დღეს როგორი დღე გქონდა ? გიოსთან როგორ ხარ ?  ხომ ყველაფერი კარგად არის ?   მე :  კარგად ვართ მას, ყველაფერი კარგადაა ..   თაკო : რა ქენი , იმეცადინე ყველაფერი ?  მე : დიახ მას  ..   ΟΚ !
გადის საათნახევაერი , და გამოვდივარ ინგლისურიდან  , ისევ მარშუტს ველოდები კინოსაქართველოსთან, უკვე 5ის ნახევარია ..
რა კარგია ცოტა დრო მაქვს, დავისვენებ , და მერე წავალ მათემატიკაზე..
მოდი რა მარშუტო მალე ,სულ როგორ მალოდინებ რა ( არ გრცხვენიაა ? 😦   უჰ … აი მოვიდაა ,  რა კარგია..
აი უბანში ვარ უკვე , მომდის მესიჯი გიოსგან , სად ხარ ლიკუ ? გნახავ ..  პასუხის მიწერას არ აქვს ააზრი რადგან ვხედავ უკვე გიოს,  ცოტა ხანს ვლაპარაკობთ და მივდივარ სახლში ..   ♥♥
ბებოოოოოო   :*:*:* ♥ როგორ ხააარ ?  მოდი ჩემი კუწკუწა  :*   ჭამე ბებო, საჭმელი მზად არის ,   ჰო ბებო  ….
ვიბან ხელებს , და ვჭამ .. რა გემრიელიაა,   ჩემი ბებო ხომ ყოველთვის უგემრიელეს საჭმელებს აკეთებს , ვგიჟდები ჩემს ბებოზე.. ♥♥
ავდივარ ჩემს ოთახში , ვრთავ კომპიუტერს, ვამოწმებ FB-ს ..  სიახლე ხომ არ არის რამეე .. არაფერი არ არისს ..
ვდგები , და ცოტა ხნით   TV-ს ვუყურებ, ვისვენებ, მერე კი მათემატიკის წერას ვიწყებ ..
უკვე  6ის ნახევარია ..  საათნახევარში თუ მოვასწარი რამის დაწერა კარგია …  მე ხომ ყოველთვის უამრავი სამეცადინო მაქვს .. 😐
მოდი თან გიოს მივწერ , ნეტავ რას აკეთებს , სად არის ..  ♥
მოვიდა 7 საათი ,   მასწავლებელთან წასვლამდე ვნახულობ ისევ გიოს, და რათქმაუნდა დაგვიანებით მივდივარ იურასთან (მათემატიკის მასწი)
გამარჯობა მაააასსს , გამარჯობა ბავშვებოოოო … 🙂
(PARTY) (HAPPY)  სად იყავი ლიკა აქამდეე?  როგორც ყოველთვის დააგვიანე. .. მას რაღაც პრობლემა მქონდა და … : )  კარგი ..
ნელაა , და ძალის ძალით ვიწყებ ნივთების ამოლაგებას ( თან უკვე იმაზე ვფიქორბ როდის გავა ეს 4 საათი , და როდის მივალ სახლში (  .. არ მინდა რა აქ (  , ვიღლები ძალიან ..  უკვე 11ის ნახევარია ,სულ ცოტაც და , გაგვიშვებს …
აი მოვრჩით უკვე , და გზაში ვარ , წვიმს , და მცივა . . .
ბავშვები ვიყინებით , თან ერთი სული გვაქვს ,როდის მივალთ სახლში , ბიჭები სახლამდე მაცილებენ .. ვემშვიდობები , და შევდივარ სახლში ..
აუ რა კარგიაა, სითბოოშიიიი , ვაიმე ლამის ჩავეხუტო გათბობას (( ..    (HUG) ♥
ცოტას დავისვენებ , და მერე სამეცადინოო ..   ((
შევდივარ სამზარეულოში და ვსვამ ჩაის ,, როგორ მიყვარს ♥ .. მმმ ..
12 საათიც მოვიდა, ახლა უკვე მეცადინეობას ვიწყებ . 😦
კლასგარეშე წიგნს ვკითხულობ , ვრთავ TV-ს,WOW , საინტერესო ფილმია, მოდი ვუყურებ … ფილმიც დასრულდა,  უკვე 4 ის ნახევარია ..
შევდივარ სააბაზანოში, თავს ვიწესრიგებ , შემდეგ ოთახში , ვიცვამ საღამურებს , და  ვწვები ,  ტელეფონზე ისევ საზიზღარ მაღვიძარას ვაყენებ :@ დილის 7 საათზე რომ გამაღვიძოს , და გული მწყდება რომ ეს დღეც დასრულდა .. 😦
ვერ წარმოიდგენთ და ყურსასმენები მიკეთია და მუსიკებს ვუსმენ .. 🙂
ვფიქრობ იმაზე, თუ როგორი იყო ეს დღე , რა გავაკეთე , რამეზე თუ მწყდება გული , და თუ ასეა, ესეიგი ხვალ ეს რაღაც აუცილებლად უნდა გავაკეთო .. და გამოვასწორო ..
ახლა იმაზე ვფიქრობ , რა გამეხარდებოდა რომ დამსიზმრებოდა,  აააჰჰ, ვიცი უკვეე..
მორჩა,  უკვე დროა ძილის , 4 საათია უკვე ..
ვთიშავ  სიმღერებს , ყურსასმენები შევინახე , და თვალებს ვხუჭავ ..
აი უკვე მძინავს ..:)
და მართლაც ის მესიზმრება რაც კი მსურდა  დამსიზმრებოდა ..♥

ეს ჩემი ერთ- ერთი დღე არის ..კონკრეტულად რომ ვთქვა ორშაბათი , ასეთივეა , ოთხშაბათიც, და პარასკევიც ..
სამშაბათი , ხუთშაბათი და შაბათი იმით არის განსხვავებული რომ  დილით სკოლაში , ინგლისურზე და მათემატიკაზე არ მივდივარ ..  ისტორია და ქართული მაქვს , სამეცადინო და დროის უქონლობა ისევ ისეთივეა ..  😦 :(:(:(
აიიიი კვიირაა  …. კვირა განსაკუთრებულიაა ჩემთვიიიიიიისსს  (INLOVE) ♥

თვალები მეტკინა უკვე 😦 კომპიუტერთან ჯდომით , უკვე დიდი ხანია ვწერ , და აღარ შემიძლია .. 😦
დროებით ..

მოვწყვეტდი ციდან ვარსკვლავს როცა მთვარეს ერთად ვუყურებდით…

რა მემართება რა მჭირს ნუთუ გავგიჟდი?სიყვარულმა გამაგიჟა ასე?რატომ მელანდება ყველგან,რატომ მესმის მხოლოდ მისი ხმა,რატომ ქრება ყველა როცა ის ჩნდება, რატომ აღარ მცივა როცა ის ჩემთანაა??
ყველა ვიღაცას ეუბნება შენთვის უფრო სწორედ შენს გარეშე მოვკვდებიო,მე კი მხოლოდ შენ ერთს გეტყვი. ყველა ჩემი სიტყვა, ფიქრი, ღიმილი. ცრემლი ხომ შენ გეკუთვნის.შენ ხარ ჩემი ყველაფერი.ჩემი მზე ,ჩემი მთვარე, ჩემი ჩემი…უბრალოდ ჩემი.მე ვისურვებდი სიკვდილს იმ დღეს როცა ჩემი აღარ გერქმეოდა.მოვწყვეტდი ციდან ვარსკვლავს როცა მთვარეს ერთად ვუყურებდით…შევწყვეტდი შენზე ფიქრს მაშინ როცა შენ ამიკრძალავდი შენზე მეფიქრა…შევწყვეტდი სუნთქვას მაშინ როცა მიმატოვებდი და დღეში ერთხელ მაინც 1 წამით არ გამიხსენებდი..მაგრამ არასდროს შევწყვეტდი სიყვარულს თუნდაც აგეკრძალა 

 

Guns N Roses – This I Love

არ ვიცი რატომ , მაგრამ ძალიან მინდოდა ეს ვიდეო აქ დამედოო .. ძალიან მიყვარს 😦 ძალიანნნ 😦

უყურეთ , დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მოგეწონებაათ 🙂 ❤

მგონი , ურიგო არ იქნება სიმღერის ტექსტიც მოგაწოდოთ .. :::::

And now I don’t know why
She wouldn’t say goodbye
But then it seems that I
Had seen it in her eyes

And it might not be wise
I’d still have to try
With all the love
I have inside
I can’t deny

I just can’t let it die
Cause her heart’s just like mine
And she holds her pain inside

So if you ask me why
She wouldn’t say goodbye
I know somewhere inside

There is a special light
Still shining bright
And even on the darkest night
She can’t deny

So if she’s somewhere near me
I hope to God she hears me
There’s no one else
Could ever make me feel
I’m so alive
I hoped she’d never leave me
Please God you must believe me
I’ve searched the universe
And found myself
Within’ her eyes

No matter how I try
They say it’s all a lie
So what’s the use of my confessions to a crime
Of passions that won’t die
In my heart

So if she’s somewhere near me
I hope to God she hears me
There’s no one else
Could ever make me feel
I’m so alive

I hoped she’d never leave me
Please God you must believe me
I’ve searched the universe
And found myself
Within’ her eyes

So if she’s somewhere near me
I hope to God she hears me
There’s no one else
Could ever make me feel
I’m so alive

I hoped she’d never leave me
Please God you must believe me
I’ve searched the universe
And found myself
Within’ her eyes

So now I don’t know why
She wouldn’t say goodbye
It just might be that I
Had seen it in her eyes
And now it seems that I
Gave up my ghost of pride
I’ll never say goodbye

ჩემი პირველი პოსტი..

გამარჯობა ..
რა დავწეროოო ?  ((  თანაც ჯერ კარგად ვერ ვხვდები რა ხდება აქ (  რა უნდა გავაკეთო..

მოდით , რადგან პირველი პისტი არის ეს ჩემი , ჩემს თემას  მივუძღვნი ინტერნეტ სფეროს ,და სოციალურ ქსელებს .. კერძოდ SKYPE-ს .. რომელსაც თითოეული ჩვენგანი აქტიურად ვიყენებთ ..
ამ ინტერვიუში გავიგებთ მის ავკარგიანობას ..

თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში, კომპიუტერულმა ტექნიკამ პირველი ადგილი დაიკავა. დროთა განმავლობაში გაიზარდა მისი მოთხოვნილება არა მარტო სამუშაო გამოყენების თვალსაზრისით, არამედ გაჩნდა ინტერნეტ-პროგრამები, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეუძლიათ ერთმანეთის გაცნობა და ურთიერთობა. თუ რამდენიმე წლის წინ ეს ყველაფერი ქართველი ახლგაზრდებისთვის ფუფუნება იყო, ახლა ეს უკვე მიუწვდომელი ოცნება აღარ არის. ნებისმიერი ასაკის, სქესის თუ მენტალიტეტის ადამიანი დღეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვირტუალურ ურთიერთობებს და რაც არ უნდა დაღლილი ან მოუცლელი იყოს, მაინც ახერხებს დაკავდეს “ჩეთაობით” და ესაუბროს ნაცნობს თუ უცნობს ნებისმიერ თემაზე.

დღესდღეობით ყველაზე პოპულარული “საჩეთაო” პროგრამა, საქართველოშიც და საზღვრებს გარეთაც ე.წ. “სკაიპია”. ზოგი მას საქმიანი ურთიერთობებისთვის იყენებს, ზოგი – მეგობრებთან საურთიერთოდ და ზოგიც, გასართობად. არის შემთხვევები, როცა ინტერნეტით გაცნობილები დაოჯახებულან.სოფო ვერულაშვილი (ფსიქოლოგი): “ეს არის რეალური ურთიერთობების დეფიციტი, ახალგაზრდებში არსებული კომპლექსების არსებობა. დღესდღეობით ყველა ადამიანს აქვს ურთიერთობების მოთხოვნილება, თუმცა დღეს არა მარტო სოციუმში არსებული პრობლემების, არამედ მთელ ოჯახში არსებული პრობლემების და არასწორი აღზრდის გამო, ბავშვებს არ აქვთ ჯანსაღი ურთიერთობები გარემო. იმისთვის რომ მათ აინაზღაურონ ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილება, სკაიპი ამის საუკეთესო საშუალებაა. ეს ფსიქოლოგიურად არ არის ჯანსაღი ფორმა, აქ ხდება მხოლოდ ერთი სახის კომუნიკაცია, როდესაც ჩვენ მარტო ტექსტით ვურთიერთობთ და შეიძლება ხმის ფაქტორი იყოს ჩართული.

როდესაც ურთიერთობა რეალურად ჯანსაღად ხორციელდება, ადამიანებთან უშუალო ურთიერთობით იზრდება ადამიანი, იღებს გამოცდილებას, სწავლობს ამა თუ იმ ქცევის ფორმას და ახდენს კორექციას გარკვეულ შემთხვევაში, ეს ხდება უშუალო ურთიერთობით, სკაიპში ვერაფერს აიღებ მსგავსს, ეს არის ურთიერთობების დეფიციტი.

კომპიუტერი, სკაიპი და კომპიუტერული თამაშები, ადამიანს უბიძგებს თავის თავში ჩაკეტილობაზე, იმ მოზრდილებსაც, რომლებიც დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან, როგორც ჩანს, თავის დროზე, არასაკმარისად გაიარეს სოციალიზაციის პროცესი და ამიტომ ახლა ურთიერთობენ სკაიპში, კომპიუტერი მათ ართმევს თავიანთი ცხოვრების რეალურ დროს. სკაიპის საშუალებით ზის ადამიანი სულ სახლში, არ გადის გარეთ და ამით ჯანსაღი ურთიერთობა რჩება გვერდზე. თუნდაც, მეგობარს, რომელსაც დიდი ხანია იცნობს ადამიანი, სკაიპით ეკონტაქტება ყოველ დღე, როდესაც რეალურად ხვდება მას, სალაპარაკო თემაც კი აღარ აქვს მასთან, რადგან კომპიუტერის მეშვეობით ისინი ერთმანეთს უკვე ესაუბრნენ თითქმის ყველა თემაზე, სკაიპის დიდი ხნით სარგებლობა და მასზე მიჯაჭვულობა, აშორებს ადამიანებს რეალურად ერთმანეთისგან.

ადამიანს როდესაც აქვს დამოკიდებულობა და მიჯაჭვულობა კომპიუტერის მიმართ, ეს იგივე ფენომენია რაც ნარკომანიის შემთხვევაში, ეს არის ადამიანის პიროვნული სისუსტე, რომელსაც არ შეუძლია არ იყოს ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული.

– ადამიანი თუ იბლოკება პიროვნულად რეალურ ურთიერთობაში?

– რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს როგორც პლიუსი ასევე მინუსი. ამ კომუნიკაციების მეშვეობით შავდება ადამიანი რადგან, ის მოიკითხავს მონატრებულ ადამიანს ტელეფონით, სკაიპით და აღარ ნახულობს ხშირად ამით შავდება ურთიერთობა და ნელ-ნელა შორდება ახლობელს, რადგან რეალურად აღარ ნახულობენ ერთმანეთს ხშირად. სიტყვიერი ურთიერთობა და ხმოვანი კომუნიკაცია არ არის ჯანსაღი ურთიერთობა. მას მერე უჭირს ადამიანს ურთიერთობა, შეიძლება ეს სქესთა შორისი ურთიერთობა იყოს, როდესაც სკაიპში ხარ ძალიან თამამი, მაგრამ უშუალო ურთიერთობაში ვეღარ ახერხებ მასთან ურთიერთობას.

– რა შეიძლება ჩაითვალოს ასეთი ურთიერთობის დადებით მხარედ?

– როდესაც ადამიანი სამსახურით აქტიურად დაკავებული ხარ და ხანდახან დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით, სკაიპით შეიძლება გაესაუბრო ნაცნობ ადამიანს და ამით დაზოგო დრო, გაიგო ინფორმაცია და მოაგვარო რაღაც საქმე, მაგრამ როდესაც 24 საათი სკაიპი არის ადამიანის აზროვნებაში და მეტი არაფერი არ აინტერესებს მას, ეს    არის არანორმალურობა.