Archive for My ..

ბოროტებაა (( ..

ისევ წვიმს , და არამარტო ჩემს გულში  …
ბუნებაც ტირის ..  არ ვიცი რატომ ..
იქნებ არ უნდა მარტო დამტოვოს, იქნებ უნდა როგორმე მხარში ამომიდგეს, მაგრძნობინოს მისი მხარდაჭერა და თანაგრძნობა ..
მაგრამ არამგონია მხოლოდ ეს მიზეზი ატირებდეს ..
დედამიწაზე უამრავი პრობლემა , ცოდვა , და საშინელება დაგროვდა რომ ბუნებამ იგლოვოს ..
ვიზრდები და ვხვდები რომ ყველაფერი ნელ-ნელა იცვლება ..
ადრე რა ფერადი და ლამაზი იყო ყველაფერი .. უდარდელი ბავშვობა..
როდესაც ჯერ კიდევ მჯეროდა თოვლის ბაბუსი .. როდესაც მშობლები ყველა ახირებას მისრულებდნენ..
როდესაც არ ვიცოდი რა იყო პრობლემა .. ვთამაშობდი მეგობრებთან ერთად და ბედნიერი ვიყავი , ლაღი …
მაგრამ გადის წლები, ყველაფერი იცვლება .. იცვლებიან ადამიანები ..
ერთ დღეს მივხვდი , რომ ის ვინც ბავშვობაში  ჩემთან ერთად თამაშობდა, დღეს ძალიან შეცვლილია ..
ძალიან რომ გამიჭირდეს , ფეხი რომ გადამიბრუნდეს არ დამეხმარება წამოდგომაში ..
ვხვდები რომ არამხოლოდ ის არის ეგეთი , არამედ უამრავი ადამიანი ეგეთია ჩემს ირგვლივ ..
უამრავ ადამიანს ამოძრავებს შური, ერთმანეთის დანდობა და გატანა არ იციან ..
რატომ არის ეგრე , რატომ ? :@ 
მომბეზრდა ესეთი საშინელი ხალხი ,, დავიღალე ..
მინდა ისეთ ადგილას ვიყო სადაც ბოროტება და ბოროტი ხალხი არ არსებობს 😦 ..
სადაც მხოლოდ კეთილი ხალხი იქნება ..
სადაც ეყვარებათ ერთმანეთი …
ამდენი ბოროტების ფონზე სიყვარულმაც კი დაკარგა აზრი და მნიშვნელობა ..
კითხეთ ადამიანებს რა არის სიყვარული, რა როლი უჭირავს ამ გრძნობას მათ ცხოვრებაში ..
ალბად დაგვცინებენ .. გვეტყვიან “კარგი რა, რა დროს სიყვარულია” ..
გულს მიკლავს ეს მდგომარეობა … გული მტკივა რომ ამდენი ბოროტი და შურიანი ადამიანი არის ჩემს გარშემო ..
როდის დამთავრდება ეს .. ??
მივხვდი რომ ყველას არ უნდა ვენდო ..
რომ არ უნდა მქონდეს ყველას იმედი ..
რომ არ უნდა ვუწოდო ყველას მეგობარი .. რადგან ყველა არ იმსახურებს ჩემს მეგობრობას .. და რომ ყველას არ შეუძლია ნამდვილი მეგობრობა 😦 ..
მაგრამ მე ბედნიერი ვარ რომ მყავს რამდენიმე ისეთი მეგობარი , რომლის იმედიც ნამდვილად სულ მაქვს და სულ მექნება …
რომლებსაც ვიცი რომ ძალიან ვუყვარვარ , და რომ მუდამ ძალიან ვეყვარები ..
ვიცი რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ ჩემს გამო ..
მე მიყვარს ისინი ! ყველა ერთად და ცალ – ცალკე ..
რა კარგია სიყვარული ..  მაგრამ ,, 😦 მაგრამ თითქოს მეც კი დავკარგე ამ გრძნობის შეგრძნების უნარი 😦 ..
გაქრა თითქოს ,, ან გაიყინა  ?! არ ვიცი 😦 ..
მეც შევიცვალე ?  არა , არა .. მე ბოროტი არ ვარ 😦 ..
მაგრამ იქნებ სხვა ჩემზე ფიქრობს რომ ბოროტი ვარ 😦  ..
იქნებ მათაც არ მოსწონთ ჩემთან .. 
მაგრამ რატომ ? რა დავუშავე მე მათ ? მე ხომ ცუდი არავისთვის მინდა , და არც არავისთვის გამიკეთებია ცუდი 😦 …
აუჰ, ნეტავ ერთ დღეს გავიღვიძებდე და ყველაფერი შეცვლილი იქნებოდეს ..
აი ამ ქვეყნად მხოლოდ სიკეთე მინდა არსებობდეს , სიკეთე და სიყვარული .. ბედნიერება …
ხალხო , გიყვარდეთ რა ერთმანეთი  , გთხოოვთ ❤ … !! 😦   🙂

დაგვიანებული სინანული .. ♥

დილა მშვიდობის ..   🙂
ჩემითვის არც ღამე იყო კარგი და არც დილა დაიწყო კარგად ..
სამწუხაროა მაგრამ ესეა ..
რას ვაკეთებ ახლა ?   – არც არაფერს..
YIRUMA  – Because , I Love You .. (MUSIC) (IN LOVE)
ამ სიმღერას ვუსმენ და მშვიდად ვარ , ამ ბოლო დროს სიმშვიდე და მოსვენება დავკარგე ..
ყველაფერი ამერია  . ყველაფერს არასწორად ვაკეთებ , და ბევრს რამეს ვნანობ მერე ..
მაგრამ ყველაზე საშინელება ის არის, სინანული ბოლოში რომ მოდის ..
რატომ ვერ ვხვდებით ადამიანები ჩვენს შეცდომებს მაშინვე , როდესაც ვუშვებთ მათ ..
რომ შემეძლოს ყველა შეცდომას გამოვასწორებდი, შევიცვლებოდი , და არ ვიქნებოდი ასეთი უყურადღებო,თავმაღალი, თავდაჯერებული ..
რამდენ რამეს შევცვლიდი ჩემს თავში .. 😦   რამდენი ცუდი თვისება და ნაკლი მაქვს, ვინ ჩამოთვლის ამას. . 😦
შეცდომები რომ თავის დროზე მეღიარებინა არ ვიქნებოდი ახლა ასე..
ბედნიერი მინდოდა ვყოფილიყავი , მაგრამ უძლური აღმოვჩნდი ამისთვის..
ხელიდან გავუშვი , დავკარგე ყველაფერი..
ცაში დავფრინავდი , და მეგონა სულ ესე ვიქნებოდი, მაგრამ უცებ ძალიან მწარედ დავენარცხე მიწაზე..
როგორ მენატრება ..  ჯერ არც ისე დიდი დრო გავიდა , მაგრამ ის მე ყოველ წამში მენატრება.
წუთიდან წუთამდე რომ ინტერვალია, მაშინაც კი ..

შენ ხარ ჩემი კვნესა, რომელიც თან მახლავს დაძინებისა თუ გაღვიძებისას.
მე შენ ისე მიყვარხარ შენი სიყვარული მიკონტროლებს გულის ძგერას ..
შენ ხარ ის სიხარული, რომლის გარეშე სხვა სიხარული არ არსებობს ..

რა რთულია დაივიწყო ყველაფერი ..
რა რთულია იმის გააზრება, რომ ის შენ აღარ გეკუთვნის ..
რა რთულია მის გარეშე სიცოცხლე..
რა რთულია როდესაც ყველა მასთან არის, შენ კი არ შეგიძლია მის სიახლლოვეს ყოფნა..
რა რთული როდესაც უკვე ხვდები რომ ყველაფერი დამთავრდა, და გაგრძელება აღარ ექნება ..
რა რთულია, როდესაც გინდა იყვირო “მე შენ ძალიან მიყვარხარ ” მაგრამ იცი რომ შენ ამის უფლება აღარ გაქვს..
რა რთულია , რომ გინდა ბოდიში მოიხადო , თუნდაც მილიონჯერ, მაგრამ იცი რომ მისთვის ამ ბოდიშს აღარ აქვს მნიშვნელობა..
რა რთულია ჩემი ცხოვრება ,, რომელიც საერთოდ არ არის ბედნიერებით სავსე..

ზოგჯერ ვფიქრობ , რომ გავიღვიძებ ისევ ისეთი ბედნიერი ვიქნები როგორიც ვიყავი მეთქი , მგონია რომ ეს ყველაფერი სიზმარია, კოშმარი ..
მაგრამ უცებ ვაცნობიერებ რომ სიზმარი სულაც არ არის ეს . ეს გულისმკვლელი რეალობაა… 😦
რატომ არ შევიშნე ის ბედნიერება რაც მქონდა ..
ახლა ძალიან გვიანია სინანული ..
იძულებული ვარ შევეგუო რეალობას .. ამ ყველაფერს ..

იცით ?! ახლა ვხვდები ყველაფერს ..
ახლა დავაფასე ის რაც მქონდა .. და რაც დავკარგე ..
იყავით ბედნიერები , წუთით მაინც  .. 1 დღით მაინც ..
ნუ დაკარგავთ ამ ბედნიერებას და საყვარელ ადამიანებს ..
მე უკვე ბევრი დავკარგე ჩემი სიჯიუტის გამო ..
ან უფრო სისულელეების გამო ..
და იმის გამო რომ ყველასგან მაქსიმალურს ვითხოვ , და იმას არ ვუყურებ მათ რა შეუძლიათ ..
ადამიანი უნდა შეიყვარო ისეთი როგორიც არის ,, თუ გიყვარს აღარ უნდა ეცადო მის შეცვლას ..
უბრალოდ უნდა მიუთითო , მას თუ უღირს შეიცვლება , თუ არადა უნდა შეეგუო იმას რომ ის ასეთია, და ასეთი უნდა გიყვარდეს ..

რა სამწუხაროა რომ ახლა ვფიქრობ მე ეგრე, ნეტავ ადრე მეფიქრა რა … ;(
ვტირი ახლა ,  არამარტო ახლა ..
რა მნიშვნელობა აქვს , იმას რომ მე ყოველ დღე ვტირი..
რა მნიშვნელობა აქვს, იმას რომ მე ბალიშს ცრემლებით ვასველებ ..
უკვე არანაირი .. ამ ცრემლებსაც აღარ აქვთ ფასი ..
ერთ დღეს ესეც აღარ შემრჩება .. გაქრება .. დაიღლებიან ..  ამოშრებიან ..
ერთ დღეს ჩემს გულში სიყვარულიც აღარ იქნება ..
ვიქნები მარტო , ყველასგან მარტო ..
-რა რთულია არა ? 🙂 ჰო , ვიცი !!

უბრალო დღე ..

აუ რა უცნაურია რა ყველაფერი , თანაც ერთფეროვანი და მოსაწყენი ..

სულ ერთი და იგივე ხდება, ყოველთვის ერთ საქმეს ვაკეთებ , და ყოველი დღე ერთმანეთს გავს ..

დილით 7 საათზე მაღვიძარა მაღვიძებს , ამას თუ გაღვიძება ქვია, ეგრევე ვრთავ და 5 წუთის შემდეგ ისევ რეკავს  :@ ვაიმე როგორ ვერ გიტან რომ იცოდეე მაღვიძარა”ვ” ..
ყველაზე საზიზღარი ხარ , შენ რომ არა დილით ძილის საშუალება მექნებოდა..
ასევე ვერ ვიტან იმ სიმღერას რომელიც მაღვიძარას Ringtone-ზე მაქვს დაყენებულიი ..
ადრე იმიტომ დავაყენე , რომ ძალიან მიყვარდა, ახლა მართლა ვეღარ ვიტან ..
არადა როგორ მიყვარს ძილი,მხოლოდ ერთადერთი დღე მაქვს , კვირა , როდესაც შემიძლია ვიძინო რომელ საათამდეც მსურს..
მაგრამ , სამეცადინო ამის საშუალებას არ მაძლევს..
კარგიი …  გავიღვიძე!  უკვე 9ის წუთებია..
თვალებს ძლივს ვახელ , ვეძებ “ჩუსტებს” რომ ჩავიცვა, ისე აბაზანაში ვერ გავალ , გამეყინება ფეხები , კბილები გამოვიხეხე, მოვწესრიგდი რა , და ეგრევე სასადილოში გამოვდივარ TV-ში სიმღერებს ვრთავ , ოდნავ რომ გამოვცოცხლდე ….
ახლა შევდივარ ისევ ჩემს ოთახში , ვარჩევ  რა ჩავიცვა .. 😦  ვერ გადამიწყვეტია დღეს რომელი მაისურის ჩაცმა უფრო სჯობს , ან რომელი ჯინსის ..
რა საშინელებაა :@  ..
ბებო მეუბნება ხოლმე , ამდენი სამოსი რომ არ გქონდეს ასარჩევიც არ გექნებოდა და ამდენი დროც არ დაგეხარჯებოდაოო ..
ნუ რაღაც მხრივ ეგეც მართალია .. მაგრამ ვინ სჩივის დროს  ))) …
” ვაიმე ღმერთო ჩემო რამდენ დროს ვკარგაავ , ლიკა გამოფხიზლდი რა , გაგვიანდება უკვე სკოლაში” , ვეუბნები ჩემს თავს  და უცებ რაც ხელში მომხვდება იმას ვიღებ და ვიცვამ ..
ჩანთას რათქმაუნდა არასდროს წინასწარ არ ვალაგებ ,, ესეც დილით მაქვს გასაკეთებელი , ჩავდე ერთი რვეული , წიგნი და გავედი , ფეხზე რომ ჩავიცვა …
თან ვიხედები სარკეში , სახეზე მაზი მაქვს წასასმელი , ისე ვერ გავალ გარეთ  😦   …
მოდი ჯერ ფეხზე ჩავიცვამ და მერე მივხედავ თავს ,თორემ ვაიმეეეე  უკვე  08:50 ეს დროა .. :@
ოკ , 2 წუთში ფეხზე ვიცვამ,  თმებს ვივარცხნი, სახეზე მკვებავ მაზს ვისვამ , ასევე ხელზეც, ვიკეთებ ტურსასმენებს , ვრთავ სიმღერებს და გავრბივარ სახლიდან ..
ველოდები მარშუტს, ესეც რა საზიზღარიაა ,,  მე რომ მინდა მაშინ აგვიანებს მოსვლას ,  😦
აი მესიჯიც მომდის ,,  ვინ  არის ნეტავ ?  ან გიიორგი, ან ქეთი . სხვა ვინ ? სხვა ვინ მელოდება თორემ ჰო )  …
გიორგი არის ,  : სად ხარ გოგოო ? დაგაგვიანდაააა !!     მე კი ვწერ : ჰო გზაში ვარ , მოვდივარ უკვე . 2 წუთში მანდ ვარ ..
გადის 2 წუთი , აი მოვიდა მარშუტი ..  რამდენი ხალხია  OMG   ..     გავისრისე,  .. სუნთქვაც კი ჭირს .. საშინელება .. !  ჰმმ … 😐
სულ 5 წუთიც არ სჭირდება სკოლაში მისვლას , მაგრამ დილა რომ არის მარშუტი ყველგან აჩერებს  და 5 წუთზე მეტი დამაგვიანდება სკოლაში მისვლა ვატყობ ..
თუ შეიძლება სკოლასთან შემიჩერეთ რა   , აი აიღეთ ფული ..  გმადლობთ ..
ახლა  მანდატურებთან ერთად სოსო (დირექტორი) დამხვდება შესასვლელთან , მანდატურებს რას ვჩივი,  სოსო მეტყვის სსაყვედურს , შენ როგორ უნდა დააგვიანო ყოველთვისო (
აი თუ დამიჯერებთ მართლა ყოველთვის ვაგვიანებ) , მანდატურმა ჩამწერა რათქმაუნდა თავის სიაში, როგორც დაგვიანებული მოსწავლე , პირველად გამაფრთხილეს 3 დაგვიანების შემდეგ ოქმს დაგიწერთ და პრობლემები შეგექმნებაო , მაგრამ 3 ჯერც დამიგვიანებია , და  10ჯერაც, მაგრამ წარმოიდგინეთ , მე ხომ ყოველთვის ვაგვიანებ , კვირაში მხოლოდ 3ჯერ დავდივარ სკოლაში , და გამოთვალეთ აბა სულ რამდენჯერ მაქვს დანაგვიანები ..
წესით რამდენი ოქმი უნდა მქონდეს უკვე ?! .. :დდ სასაცილოა ..
ნუ მოკლედ, შევედი სკოლაში  .. სოსომ რათქმაუნდა მისაყვედურა, თანაც გამიცინა .. მანდატურს სიიდან ამოაშლევინა ჩემი თავი და გამიშვა კლასში ..  მადლობა სოსო მას .. უკაცრავად .. 🙂 :$ ..
ავდივარ კიბეებზე და თან ყურსასმენებს ვიხსნი , გამოვრთე სიმღერები , და აი მივადექი ჩემი კლასის კარს, ოღონდ აქ არ ვიყო შესასვლელი და რას არ მივცემდი , როგორ არ მინდა სკოლაში , ამას არ სჯობს სახლში ვიჯდე და ვმეცადინეობდე ( ან უკეთესი , მეძინოს ?! :((
რა კარგი იქნებოდა ..
შევდივარ კლასში და ვესალმები დამრიგებელს ,გამარჯობა მზია მას ,  ლიკა მანდატურებმა ჩაგწერეს ჰო ?  არა მას არ ჩავუწერივარ , კარგი ლიკა დაჯექი ..
ვა ლიკუუ მოდიიიიი ???  ბავშვები ახმაურდნენ ..
გიორგი გაბრაზებული მიყურებს და მეუბნება , ლიკა სულ როგორ აგვიანებ , რა არის ეს , რა წესია,  ერთხელ მაინც მოდი ადრე , … 😐  კარგი გიო .. ვპასუხობ მე ..
აუუჰ , რა მოსაწყენია რა სკოლაში , რა ცუდი გარემოა, ცუდი შენობა, სიბინძურე . .. გულს აგირევს რა..
რატომ გადავედი საერთოდ ამ სკოლაში , მაგრამ მადლობა , ხელს მიწყობენ ძალიან ..
გავიდა პირველი გაკვეთილი , მეორეც, მესამეც..   როდის გავალ სკოლიდან ერთი სული მაქვს, თანაც მშიააა :@ ..    სულ ცოტაც და , ზარი დაირეკაა .. YES !!
ბავშვებო ქალაქში მივდივართ ჰო ?  მე ინგლისური მაქვს ახლა ,  3ზე და მაანამდე ცოტა დრო მაქვს ..
ბავშვებო რა ვჭამოთ ?   შევდივართ სადმე და ვჭამთ ..
3 საათიც მოახლოვდა, ვიშლებით  , მე მივდივარ ინგლისურზე , და იქვე ჩემი მასწავლებლის ბინის ქვემოთ  “ელვა”-ს მაღაზია არის , რა გემრიელი ტკბილეულობა აქვთ რომმ იცოოდეეეთთ  , ვგიჟდები , ეგ რომ არაა არ ვიცი რა მეშველებოდაა… : xx   ♥♥♥
შევდივარ ჩემს საყვარელ შოკოლადებს ვყიდულობ , და თან ავდივარ  თაკოსთან (ჩემი ინგისურის მასწავლებელი) ..
HI TEACHER  !! როგორ ხააართ?   :*   მომენატრეეეთ :*  …  შემოდიიი , რას შვები ? დღეს როგორი დღე გქონდა ? გიოსთან როგორ ხარ ?  ხომ ყველაფერი კარგად არის ?   მე :  კარგად ვართ მას, ყველაფერი კარგადაა ..   თაკო : რა ქენი , იმეცადინე ყველაფერი ?  მე : დიახ მას  ..   ΟΚ !
გადის საათნახევაერი , და გამოვდივარ ინგლისურიდან  , ისევ მარშუტს ველოდები კინოსაქართველოსთან, უკვე 5ის ნახევარია ..
რა კარგია ცოტა დრო მაქვს, დავისვენებ , და მერე წავალ მათემატიკაზე..
მოდი რა მარშუტო მალე ,სულ როგორ მალოდინებ რა ( არ გრცხვენიაა ? 😦   უჰ … აი მოვიდაა ,  რა კარგია..
აი უბანში ვარ უკვე , მომდის მესიჯი გიოსგან , სად ხარ ლიკუ ? გნახავ ..  პასუხის მიწერას არ აქვს ააზრი რადგან ვხედავ უკვე გიოს,  ცოტა ხანს ვლაპარაკობთ და მივდივარ სახლში ..   ♥♥
ბებოოოოოო   :*:*:* ♥ როგორ ხააარ ?  მოდი ჩემი კუწკუწა  :*   ჭამე ბებო, საჭმელი მზად არის ,   ჰო ბებო  ….
ვიბან ხელებს , და ვჭამ .. რა გემრიელიაა,   ჩემი ბებო ხომ ყოველთვის უგემრიელეს საჭმელებს აკეთებს , ვგიჟდები ჩემს ბებოზე.. ♥♥
ავდივარ ჩემს ოთახში , ვრთავ კომპიუტერს, ვამოწმებ FB-ს ..  სიახლე ხომ არ არის რამეე .. არაფერი არ არისს ..
ვდგები , და ცოტა ხნით   TV-ს ვუყურებ, ვისვენებ, მერე კი მათემატიკის წერას ვიწყებ ..
უკვე  6ის ნახევარია ..  საათნახევარში თუ მოვასწარი რამის დაწერა კარგია …  მე ხომ ყოველთვის უამრავი სამეცადინო მაქვს .. 😐
მოდი თან გიოს მივწერ , ნეტავ რას აკეთებს , სად არის ..  ♥
მოვიდა 7 საათი ,   მასწავლებელთან წასვლამდე ვნახულობ ისევ გიოს, და რათქმაუნდა დაგვიანებით მივდივარ იურასთან (მათემატიკის მასწი)
გამარჯობა მაააასსს , გამარჯობა ბავშვებოოოო … 🙂
(PARTY) (HAPPY)  სად იყავი ლიკა აქამდეე?  როგორც ყოველთვის დააგვიანე. .. მას რაღაც პრობლემა მქონდა და … : )  კარგი ..
ნელაა , და ძალის ძალით ვიწყებ ნივთების ამოლაგებას ( თან უკვე იმაზე ვფიქორბ როდის გავა ეს 4 საათი , და როდის მივალ სახლში (  .. არ მინდა რა აქ (  , ვიღლები ძალიან ..  უკვე 11ის ნახევარია ,სულ ცოტაც და , გაგვიშვებს …
აი მოვრჩით უკვე , და გზაში ვარ , წვიმს , და მცივა . . .
ბავშვები ვიყინებით , თან ერთი სული გვაქვს ,როდის მივალთ სახლში , ბიჭები სახლამდე მაცილებენ .. ვემშვიდობები , და შევდივარ სახლში ..
აუ რა კარგიაა, სითბოოშიიიი , ვაიმე ლამის ჩავეხუტო გათბობას (( ..    (HUG) ♥
ცოტას დავისვენებ , და მერე სამეცადინოო ..   ((
შევდივარ სამზარეულოში და ვსვამ ჩაის ,, როგორ მიყვარს ♥ .. მმმ ..
12 საათიც მოვიდა, ახლა უკვე მეცადინეობას ვიწყებ . 😦
კლასგარეშე წიგნს ვკითხულობ , ვრთავ TV-ს,WOW , საინტერესო ფილმია, მოდი ვუყურებ … ფილმიც დასრულდა,  უკვე 4 ის ნახევარია ..
შევდივარ სააბაზანოში, თავს ვიწესრიგებ , შემდეგ ოთახში , ვიცვამ საღამურებს , და  ვწვები ,  ტელეფონზე ისევ საზიზღარ მაღვიძარას ვაყენებ :@ დილის 7 საათზე რომ გამაღვიძოს , და გული მწყდება რომ ეს დღეც დასრულდა .. 😦
ვერ წარმოიდგენთ და ყურსასმენები მიკეთია და მუსიკებს ვუსმენ .. 🙂
ვფიქრობ იმაზე, თუ როგორი იყო ეს დღე , რა გავაკეთე , რამეზე თუ მწყდება გული , და თუ ასეა, ესეიგი ხვალ ეს რაღაც აუცილებლად უნდა გავაკეთო .. და გამოვასწორო ..
ახლა იმაზე ვფიქრობ , რა გამეხარდებოდა რომ დამსიზმრებოდა,  აააჰჰ, ვიცი უკვეე..
მორჩა,  უკვე დროა ძილის , 4 საათია უკვე ..
ვთიშავ  სიმღერებს , ყურსასმენები შევინახე , და თვალებს ვხუჭავ ..
აი უკვე მძინავს ..:)
და მართლაც ის მესიზმრება რაც კი მსურდა  დამსიზმრებოდა ..♥

ეს ჩემი ერთ- ერთი დღე არის ..კონკრეტულად რომ ვთქვა ორშაბათი , ასეთივეა , ოთხშაბათიც, და პარასკევიც ..
სამშაბათი , ხუთშაბათი და შაბათი იმით არის განსხვავებული რომ  დილით სკოლაში , ინგლისურზე და მათემატიკაზე არ მივდივარ ..  ისტორია და ქართული მაქვს , სამეცადინო და დროის უქონლობა ისევ ისეთივეა ..  😦 :(:(:(
აიიიი კვიირაა  …. კვირა განსაკუთრებულიაა ჩემთვიიიიიიისსს  (INLOVE) ♥

თვალები მეტკინა უკვე 😦 კომპიუტერთან ჯდომით , უკვე დიდი ხანია ვწერ , და აღარ შემიძლია .. 😦
დროებით ..

მოვწყვეტდი ციდან ვარსკვლავს როცა მთვარეს ერთად ვუყურებდით…

რა მემართება რა მჭირს ნუთუ გავგიჟდი?სიყვარულმა გამაგიჟა ასე?რატომ მელანდება ყველგან,რატომ მესმის მხოლოდ მისი ხმა,რატომ ქრება ყველა როცა ის ჩნდება, რატომ აღარ მცივა როცა ის ჩემთანაა??
ყველა ვიღაცას ეუბნება შენთვის უფრო სწორედ შენს გარეშე მოვკვდებიო,მე კი მხოლოდ შენ ერთს გეტყვი. ყველა ჩემი სიტყვა, ფიქრი, ღიმილი. ცრემლი ხომ შენ გეკუთვნის.შენ ხარ ჩემი ყველაფერი.ჩემი მზე ,ჩემი მთვარე, ჩემი ჩემი…უბრალოდ ჩემი.მე ვისურვებდი სიკვდილს იმ დღეს როცა ჩემი აღარ გერქმეოდა.მოვწყვეტდი ციდან ვარსკვლავს როცა მთვარეს ერთად ვუყურებდით…შევწყვეტდი შენზე ფიქრს მაშინ როცა შენ ამიკრძალავდი შენზე მეფიქრა…შევწყვეტდი სუნთქვას მაშინ როცა მიმატოვებდი და დღეში ერთხელ მაინც 1 წამით არ გამიხსენებდი..მაგრამ არასდროს შევწყვეტდი სიყვარულს თუნდაც აგეკრძალა